თავში

დელიში ისრაელის საელჩოსთან აფეთქება ციხიდან Telegram-ით იმართებოდა

დელიში ისრაელის საელჩოსთან აფეთქება ციხიდან
დელიში ისრაელის საელჩოსთან აფეთქება ციხიდან Telegram-ით იმართებოდა

ინდოეთის პოლიციის განცხადებით, ისლამური ტერორისტული დაჯგუფება ნიუ-დელიში ისრაელის საელჩოსთან მომხდარი აფეთქების შესახებ შეტყობინებებისთვის Telegram-ის არხს იყენებდა.

ინდოეთის გამოძების ეროვნული სააგენტო ორ ახალ ხმაურიან საქმეს იძიებს. ერთი ნიუ-დელიში ისრაელის საელჩოსთან მომხდარ აფეთქებას, მეორე კი ინდოეთის უმდიდრესი ადამიანის მუკეშ ამბანის სახლთან მანქანაში დამონტაჟებული ასაფეთქებელი მოწყობილობის აღმოჩენას უკავშირდება.

ინდოეთის პოლიციამ ტელეფონი ამოიღო, რომლითაც ტერორიზმში ბრალდებულმა პატიმარმა ტიჰარის საპატიმროდან სატელეფონო ზარი განახორციელა და ცოტა ხნის წინ მომხდარ ტერაქტებზე პასუხისმგებლობა აიღო.

ინდოეთის პოლიციის განცხადებით, ტელეფონი ტაჰსინ ახტარის კამერაში იპოვეს, სადაც ის სასჯელს ტერორიზმში 5 სხვა ბრალდებულთან ერთად იხდის. ტელეფონი ციხიდან Telegram-ის არხის სამართავად გამოიყენებოდა.

ახტარი დასავლეთ ბენგალის შტატში 2014 წელს დააკავეს. მას ბრალად ჰაიდარაბადის ორ ტერაქტში მონაწილეობა ედებოდა, რომლის დროსაც 12 ადამიანი დაიღუპა.

პოლიციამ დაადგინა, რომ სწორედ ამ ტელეფონისა და Telegram-ის არხის გამოყენებით აიღეს ტერორისტებმა საკუთარ თავზე ისრაელის საელჩოსთან მომხდარ ტერაქტსა და მუკეშ ამბანის სახლთან მანქანაში ასაფეთქებელი მოწყობილობის დამონტაჟების საქმეზე პასუხისმგებლობა. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system