თავში

დელიში მაღაზიები და რესტორნები მუშაობას განაახლებენ

დელიში მაღაზიები და რესტორნები მუშაობას განაახლებენ
დელიში მაღაზიები და რესტორნები მუშაობას განაახლებენ

ინდოეთის ხელისუფლებამ კორონავირუსის პანდემიის გამო დაწესებული შეზღუდვების შერბილების მორიგი ფაზა გამოაცხადა. 

ამჯერად ინდოეთის დედაქალაქის დელის მასშტაბით მუშაობას განაახლებენ მაღაზიები და კვების დაწესებულებები. 

14 ივნისიდან გაიხსნება ყველა მაღაზია და სავაჭრო ცენტრი, ასევე გაიხსნება რესტორნები და კაფეები, რომლებიც გარკვეული რეგულაციების დაცვით იფუნქციონირებენ.

ქალაქის ხელმძღვანელი პირები აცხადებენ, რომ შემსუბუქების მიზეზი, ინფიცირების მაჩვენებლის 2 თვიანი მინიმალური ნიშნულია.

ხელისუფლების წარმომადგენლები განმარტავენ, რომ შეზღუდვების შემსუბუქების შედეგს დააკვირდებიან და თუ 1 კვირაში შემთხვევები გაიზრდება, გადაწყვეტილებას გადახედავენ. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system