თავში

"დელტა" შტამი სამხრეთ კორეაში ვრცელდება

​"დელტა" შტამი სამხრეთ კორეაში ვრცელდება
დელტა შტამი სამხრეთ კორეაში ვრცელდება

ახალი ტიპის კორონავირუსული ინფექციის "დელტა" შტამმა, რომელიც თავდაპირველად ინდოეთში იყო გამოვლენილი, კორეის რესპუბლიკაში გავრცელება დაიწყო. ინფორმაციას ამის შესახებ ტელეარხი KBS ქვეყნის ჯანდაცვის ორგანოებზე დაყრდნობით ავრცელებს.

უწყების ცნობით, გასულ კვირას სამხრეთ კორეაში კორონავირუსის ამ შტამით ინფიცირების 190 შემთხვევა დაფიქსირდა. ამასთან დაკავშირებით ქვეყნის ხელისუფლება ვაქცინაციის პროცესის დაჩქარებას გეგმავს. ივლისში სამხრეთ კორეაში ვაქცინის 10 მილიონი დოზა შემოვა, აგვისტოსა და სექტემბერში - კიდევ 70 მილიონი დოზა.

ამ დროისთვის სამხრეთ კორეაში ვაქცინის სულ მცირე ერთი დოზით მოსახლეობის 30%-მდეა აცრილი.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system