თავში

დელტა შტამი ვაქცინებს საფრთხეს უქმნის - Bloomberg

​დელტა შტამი ვაქცინებს საფრთხეს უქმნის - Bloomberg
დელტა შტამი ვაქცინებს საფრთხეს უქმნის - Bloomberg

COVID-19–ის საწინააღმდეგო არსებული ვაქცინების ეფექტურობა კორონავირუსის „დელტა“ შტამის გავრცელების გამო მცირდება. ინფორმაციას ამის შესახებ სააგენტო Bloomberg ბრიტანელი მეცნიერების კვლევაზე დაყრდნობით ავრცელებს.

კვლევის შედეგების თანახმად, რომელშიც 24 ივნისიდან 12 ივლისამდე პერიოდში ინგლისის მასშტაბით 98 ათასმა ადამიანმა მიიღო მონაწილეობა, გამოვლინდა, რომ კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინების ეფექტურობის მაჩვენებელი 49%-მდე შემცირდა. შედარებისთვის, ეს მაჩვენებელი ერთი თვის წინ 64%-ს შეადგენდა. გარდა ამისა, ბრიტანელმა მეცნიერებმა ასევე დაადგინეს, რომ წამლების ეფექტურობა კორონავირუსის სიმპტომების განვითარების წინააღმდეგ ბრძოლაში ასევე დაეცა და თუ წინა თვეში 83%-ს შეადგენდა, ახლა 59%-ს აღწევს.

როგორც Bloomberg აღნიშნავს, მეცნიერები თვლიან, რომ "დელტა" შტამის გავრცელების წინააღმდეგ ბრძოლაში, შესაძლოა, ახალი ვაქცინები გახდეს საჭირო.

ცნობისთვის, ჯანდაცვის სპეციალისტები და მედიკოსები აცხადებენ, რომ ვაქცინაცია კორონავირუსის პანდემიის შეჩერების ერთ-ერთი ყველაზე ეფექტური ინსტრუმენტია, რადგან მნიშვნელოვნად ამცირებს ჰოსპიტალიზაციის რაოდენობასა და სიკვდილოანობას. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მონაცემებით, ბოლო შვიდ დღეში ინფიცირების ახალი შემთხვევების რიცხვი წინა კვირასთან შედარებით 3%-ით გაიზარდა, ხოლო სიკვდილიანობა 8%-ით შემცირდა.

"დელტა შტამით ინფიცირებისას დაავადების მძიმე ფორმით მიმდინარეობის რისკი გაცილებით უფრო დიდია, თუ პაციენტი ვაქცინირებული არ არის. თუ ინფიცირება მაინც მოხდა, სრულად აცრილ ადამიანებს დაავადება უსიმპტომოდ გადააქვთ, ან გაცილებით იოლ ფორმაში", - ამბობენ ექსპერტები.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system