
აშშ-ში, ვირჯინიას შტატში ქრისტეფორე კოლუმბის ძეგლი მოწყვიტეს და ტბაში გადააგდეს.
1 000-მდე მომიტინგემ, რომელიც ჯორჯ ფლოიდის მკვლელობას და რასიზმს აპროტესტებდნენ, იტალიელი მოგზაურის ძეგლს ალყა შემოარტყეს, თოკები მოაბეს და ჩამოაგდეს.
"ჩვენ იმ ადამიანებისგან უნდა დავიწყოთ, ვინც ამ მიწაზე პირველებმა დადგეს ფეხი", - განაცხადა ერთ-ერთმა აქტივისტმა.
დემონსტრანტების განმარტებით, კოლუმბი გენოციდის სიმბოლოა და სწორედ ამიტომ 60 მეტრიანი ძეგლი უნდა დანგრეულიყო.
A statue of Christopher Columbus has been removed by protesters in Virginia and dragged into a lake. #BlackLivesMatter pic.twitter.com/NrCLeSs3sC
— Anonymous (@YourAnonCentral) June 10, 2020