თავში

დენგეს ცხელების შემდეგ პაციენტებს, შესაძლოა, COVID-19-ზე იმუნიტეტი ჰქონდეთ

დენგეს ცხელების შემდეგ პაციენტებს, შესაძლოა, COVID-19-ზე იმუნიტე
დენგეს ცხელების შემდეგ პაციენტებს, შესაძლოა, COVID-19-ზე იმუნიტეტი ჰქონდეთ

დიუკის უნივერსიტეტის პროფესორის, მიგელ ნიკოლასის მიერ ბრაზილიაში ჩატარებულმა კვლევამ აჩვენა, რომ დენგეს ცხელებას შეუძლია, უზრუნველყოს გარკვეული იმუნიტეტი COVID-19-ის წინააღმდეგ. ამის შესახებ ინფორმაციას Reuters ავრცელებს.

პროფესორმა ნიკოლასმა დაადგინა, რომ იმ რეგიონებში, სადაც დენგეს ცხელება აღინიშნებოდა, კორონავირუსის შემთხვევები დაბალია და ინფიცირების შემთხვევებიც ნელა იზრდება, ვიდრე დანარჩენ რეგიონებში.

ნიკოლასმა აღნიშნა, რომ თუ მისი ჰიპოთეზა სწორი აღმოჩნდა, მაშინ ადამიანები კორონავირუსის მიმართ გარკვეული იმუნიტეტის მიღებას დენგეს უსაფრთხო ვაქცინაციის საშუალებით შეძლებენ.

მეცნიერებმა დაადგინეს კავშირი დენგეს ცხელების წარსულ აფეთქებებსა და კორონავირუსის შემთხვევებს შორის ბრაზილიის რამდენიმე რეგიონში, ლათინური ამერიკის, აზიისა და წყნარი ოკეანისა და ინდოეთის ოკეანეების სხვა ნაწილებში.

დენგეს ცხელება ინფექციური გადამდები დაავადებაა, რომლის გადამტანიც კოღოები არიან. ინფექციის წყაროს კი ავადმყოფი ადამიანი, ასევე მაიმუნები და ღამურები წარმოადგენენ.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system