თავში

დენვერში მშვიდობიანი პროტესტი ძალადობაში გადაიზარდა - VIDEO

დენვერში მშვიდობიანი პროტესტი ძალადობაში გადაიზარდა - VIDEO
დენვერში მშვიდობიანი პროტესტი ძალადობაში გადაიზარდა - VIDEO

აშშ-ში კოლორადოს შტატის დედაქალაქ დენვერში, პოლიციის მიერ 46 წლის აფროამერიკელი ჯორჯ ფლოიდის მკვლელობის წინააღმდეგ გამართულ მშვიდობიან საპროტესტო აქციაზე სროლა მოხდა.

დემონსტრანტები ადგილობრივი კაპიტოლიუმის შენობასთან იყვნენ შეკრებილები.

ქუჩის მოპირდაპირე მხრიდან სროლის ხმა გაისმა, რასაც დემონსტრანტებში პანიკა მოჰყვა.

პოლიციის განცხადებით შეიარაღებული პირი, რომელიც მოგვიანებით დააკავეს, საკანონმდებლო ორგანოს შენობის მიმართულებით ისროდა. ის, სავარაუდოდ, აქციის მონაწილე არ ყოფილა. სროლის შედეგად არავინ დაშავებულა.

ძალადობას ჰქონდა ადგილი დენვერის ქუჩებში გამართულ კიდევ ერთ მშვიდობიან საპროტესტო აქციაზე. დემონსტრანტების ჯგუფში შავი ფერის მაქანა შევარდა, რომელის კაპოტზე მჯდარი კაცი გადმოვარდა, მანქანა მას დაეჯახა და შემდეგ იქაურობა დატოვა.

მოგვიანებით დენვერის პოლიციას ცრემლსადენი გაზის გამოყენება დასჭირდა დემონსტრანტების დასაშლელად.

შეგახსენებთ, რომ აშშ-ის ქალაქ მინეაპოლისში მასობრივი არეულობებია უკვე რამდენიმე დღეა გრძელდება.

მინეაპოლისში მასობრივი არეულობების ადგილებში აშშ-ის ეროვნული გვარდიის 500-მდე წევრი გააგზავნეს.

მოსახლეობის უკმაყოფილება ფაქტმა გამოწვია, რომელიც ცოტა ხნის წინ მოხდა. გასულ კვირას პოლიციამ 46 წლის ადგილობრივი ჯორჯ ფლოიდი მოკლა. ის მანქანაში იჯდა, როდესაც სამართალდამცავებმა ის საეჭვოდ ჩათვალეს. მამაკაცი ავტომობილიდან გადმოიყვანეს და ბორკილები დაადეს. ის ასფალტზე დააწვინეს. მოსახლეობა ამბობს, რომ პოლიციამ გადამეტებული ძალა გამოიყენა.

"სუნთქვა არ შემიძლია", - ამბობდა დაკავებული.

შემდეგ მან გონება დაკარგა და მოგვიანებით საავადმყოფოში გარდაიცვალა.

დღეს ცნობილი გახდა, რომ მინეაპოლისში არეულობების დროს ერთი ადამიანი მოკლეს.

აშშ-ის იუსტიციის სამინისტრომ მინეაპოლისში აფროამერიკელი ჯორჯ ფლოიდის გარდაცვალების საქმეს განსაკუთრებული მნიშვნელობის სტატუსი მიანიჭა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system