თავში

დეოკუპირებულ ტერიტორიებზე 87 ახალი კულტურული ძეგლი აღმოაჩინეს - აზერბაიჯანი

​დეოკუპირებულ ტერიტორიებზე 87 ახალი კულტურული ძეგლი აღმოაჩინეს
დეოკუპირებულ ტერიტორიებზე 87 ახალი კულტურული ძეგლი აღმოაჩინეს - აზერბაიჯანი

ოკუპაციისგან გათავისუფლებულ ტერიტორიებზე მონიტორინგი ჩატარდა, რომლის დროს ჩვენ იქ არსებული ძეგლების მდგომარეობის, კულტურულ დაწესებულებებთან დაკავშირებული სიტუაციის ინსპექტირება ჩავატარეთ, - ამის შესახებ აზერბაიჯანის კულტურის სამინისტროს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის, განვითარებისა და აღდგენის სახელმწიფო სამსახურის ხელმძღვანელის მოვალეობის შემსრულებელმა, აზად ჯაფარლიმ განაცხადა.

მისი თქმით, აქამდე ისტორიისა და კულტურის 3030 ძეგლის მონიტორინგი იყო ჩატარებული.

"უმეტესობა მთლიანად დანგრეული იყო. გარდა ამისა, ჩვენ აღმოვაჩინეთ 87 ახალი ძეგლი, რომელსაც ისტორიული მნიშვნელობა, არქიტექტურული თავისებურება გააჩინა. ინსპექტირებულია კულტურის 461 დაწესებულება - მუზეუმები, კულტურის სახლები, ბიბლიოთეკები. აქედან 212 ბიბლიოთეკა და კულტურის 199 სახლი მთლიანად დანგრეულია. ეს ჯერ კიდევ ყველა დარეგისტრირებული ძეგლი არ არის, პროცესი გრძელდება. დღემდე მხოლოდ 1000-მზე ძეგლია დარეგისტრირებული. მათი უმეტესობის სრული განადგურება სომხეთის ვანდალურ პოლიტიკაზე მეტყველებს. მათ ტერიტორიიდან ჩვენი კულტურული მემკვიდრეობის სრული წაშლა სურდა, უნდოდათ გაენადგურებინათ ყველა ფაქტი იმისა, რომ ეს ძეგლები ჩვენ გვეკუთვნის", - განაცხადა მან.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system