თავში

დეპრესიაში ჩავარდნილ სპილოს შერი გადაარჩენს  - PHOTO

დეპრესიაში ჩავარდნილ სპილოს შერი გადაარჩენს  - PHOTO
დეპრესიაში ჩავარდნილ სპილოს შერი გადაარჩენს  - PHOTO

ცნობილი ამერიკელი მომღერალი და მსახიობი შერი პაკისტანში გაემგზავრა, რომ მარტოხელა სპილო კაავანი მოინახულოს და გადაარჩინოს. მომღერალი კარგა ხანია ჩართულია სპილოს გადარჩენის კამპანიაში, რამაც ცხოველთა დაცვის საზოგადოებას მისი კამბოჯის თავშესაფარში გადაყვანის საშუალება მისცა. ინფორმაციას Sky News ავრცელებს. 

პაკისტანის დედაქალაქ ისლამაბადის ზოოპარკში მცხოვრებმა სპილომ კაავანმა 2012 წელს პარტნიორი დაკარგა და მარტო დარჩა. ამის შემდეგ მას დეპრესია დაემართა, ბევრს ჭამდა, არ მოძრაობდა და ქცევითი დარღვევები აღენიშნებოდა. კაავანი თავს განუწყვეტლივ წინ და უკან ამოძრავებდა. 2016 წლიდან მი თავშესაფარში გადაყვანაზე იყო საუბარი თუმცა, საქმეში შერის ჩართვამდე ეს ვერ ხერხდებოდა. მარტოხელა სპილოს ბედით მომღერლის დაინტერესებამ საზოგადეობის ყურადღება მიიპყრო და მისი კამბოჯაში გადაყვანის საშუალება გაჩნდა. მოგზაურობის დაწყებამდე შერი სპილოს მოინახულებს და გაამხნევებს.

ცხოველთა დაცვის საზოგადოების წარმომადგენლები აცხადებენ, რომ მარტო დარჩენილი კაავანის მდგომარეობა გასაგებია, რადგან მას სხვა სპილოებთან ურთერთობა სჭირდება, პაკისტანის ზოოპარკში კი ის სრულიად მარტო იყო.

კამბოჯაში გამგზავრებამდე კაავანი მკურნალობის კურსს გადის, რომლის გაგრძელება მას თავშესაფარში ჩასვლის შემდეგაც მოუწევს, თუმცა, სპეციალისტები იმედოვნებენ, რომ სხვა სპილოებთან ურთიერთობისა და კარგი მოვლის პირობებში ის გამოჯანმრთელებას შეძლებს.     

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system