თავში

დერბიშირის ავტოფარეხში მე-18 საუკუნის "ჩაიდანი" აღმოაჩინეს

დერბიშირის ავტოფარეხში მე-18 საუკუნის "ჩაიდანი" აღმოაჩინეს
დერბიშირის ავტოფარეხში მე-18 საუკუნის ჩაიდანი აღმოაჩინეს

ინგლისში, დერბიშირის ავტოფარეხში მრავალსაუკუნოვანი ნივთი აღმოაჩინეს, რომელიც ჩაიდანს წააგავს, ნივთი სამშენებლო მუშაკის საკუთრებაა, თუმცა, შესაძლოა, თავდაპირველად ის იმპერატორს ეკუთვნოდა. ავტოფარეხში აღმოჩენილი ჩაიდანი, შესაძლოა, 100 000 გირვანქა სტერლინგად გაიყიდოს. ჩაიდანის სიმაღლე 15 სანტიმეტრია. 

პაწაწინა ჩაიდნის მესაკუთრემ ვინაობის გამხელა არ ისურვა, მან განაცხადა, რომ ნივთი ბაბუამ მოიტანა, რომელიც მეორე მსოფლიო ომის დროს აზიაში იმყოფებოდა.

"ყოველთვის ვფიქრობდი, რომ ჩაიდანი, რასაც მე ვუწოდებდი, განსაკუთრებული იყო", - განაცხადა ნივთის მესაკუთრემ.

ნივთის შემფასებელმა, ჩარლზ ჰანსონმა განაცხადა, რომ იგი მე-18 საუკუნით თარიღდება და შესაძლოა, იმპერატორ ციანლონგის სასახლეში გამოეყენებინათ. მან ასევე აღნიშნა, რომ ორი მსგავსი ნივთი მუზეუმებშია მოთავსებული. 

მრავალსაუკუნოვანი ნივთი ონლაინ აუქციონზე 24 სექტემბერს გაიყიდება.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system