თავში

Deutsche Bank ტრამპთან თანამშრომლობას წყვეტს

Deutsche Bank ტრამპთან თანამშრომლობას წყვეტს
Deutsche Bank ტრამპთან თანამშრომლობას წყვეტს

Deutsche Bank-მა აშშ-ის მოქმედ პრეზიდენტთან დონალდ ტრამპთან და მის კომპანიებთან მომავალში თანამშრომლობაზე უარის თქმა გადაწყვიტა. ამის შესახებ ინფორმაციას New York Times ავრცელებს.

ამ ეტაპზე ტრამპს ბანკის 300 მილიონი ვალი აქვს. აშშ-ის მოქმედ პრეზიდენტთან თანამშრომლობის შეწყვეტას კიდევ ერთი Signature Bank აპირებს. ბანკი ტრამპის ოჯახს ფლორიდაში გოლფის მოედნის მშენებლობაში ეხმარებოდა. პრეზიდენტის ქალიშვილი ივანკა ტრამპი კი მმართველთა საბჭოში შედიოდა. Signature Bank-მა ტრამპს ხალხის საკეთილდღეოდ თანამდებობიდან გადადგომისკენ უკვე მოუწოდა. ბანკი მომავალში ასევე შეწყვეტს თანამშრომლობას კონგრესის იმ წევრებთან, ვინც ამომრჩეველთა კოლეგიის კენჭისყრის შედეგების დამტკიცებას მხარი არ დაუჭირა. ვაშინგტონში კაპიტოლიუმზე შტურმის შემდეგ ბანკმა ტრამპს ორი პერსონალური ანგარიში დაუხურა, სადაც მას 5,3 მილიონი დოლარი ჰქონდა განთავსებული. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system