თავში

დევიდ გილოდს გაუპატიურებასა და 4 ქალის გატაცებაში ადანაშაულებენ

დევიდ გილოდს გაუპატიურებასა და 4 ქალის გატაცებაში ადანაშაულებენ
დევიდ გილოდს გაუპატიურებასა და 4 ქალის გატაცებაში ადანაშაულებენ

ჰოლივუდის პროდიუსერს, დევიდ გილოდს, სექსუალურ ძალადობასა და 4 ქალის გატაცებაში ედება ბრალი. ამის შესახებ კალიფორნიაში აცხადებენ.

გილოდი პოლიციამ დააკავა და სანტა-ბარბარას განყოფილებაში მიიყვანა. მას ბრალი 11 მუხლით წაუყენეს, რაც 23 წლით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

53 წლის გილოდის ადვოკატის თქმით, იგი ყველა ბრალდებას უარყოფს.

დევიდ გილოდის მიერ არის შექმნილი 2017 წლის შარლიზ ტერონის "Atomic Blonde", ასევე ნეტფლიქსის წლევანდელი თრილერი "Extraction". ის მრავალი სხვა წარმატებული ნამუშევრის ავტორი და პროდიუსერია.

ჰოლივუდის პროდიუსერი პატიმრობაში რჩება, თუმცა სასამართლომ გირაოს სახით 3 მილიონი აშშ დოლარი შეუფარდა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system