თავში

დევიდ ლინჩმა მოკლემეტრაჟიანი ფილმი "კურდღლები" გამოაქვეყნა

​დევიდ ლინჩმა მოკლემეტრაჟიანი ფილმი "კურდღლები" გამოაქვეყნა
დევიდ ლინჩმა მოკლემეტრაჟიანი ფილმი კურდღლები გამოაქვეყნა

რეჟისორმა დევიდ ლინჩის Youtube-არხზე მოკლემეტრაჟიანი ფილმი "კურდღლები" ("Rabbits 1") გამოაქვეყნა. ის 2020 წელს არის გადაღებული. ეს პირველია 8 ეპიზოდიდან, რომელშიც სამი ადამიანის - ჯეინის, სიუზისა და ჯეიკის ყოველდღიური ცხოვრებაა ასახული. სამივეს კურდღლების ფორმა აცვია.

პროექტში მონაწილეობა ნაომი უოტსმა ლაურა ჰერინგმა და სკოტ კოფიმ მიიღეს. სამივე 2001 წელს ფილმში "მალჰოლანდ დრაივში" თამაშობდა.

დევიდ ლინჩი მოკლემეტრაჟიანი ფილმის რეჟისორი, სცენარის ავტორი და პროდიუსერი იყო.

მუსიკა "კურდღლებისთვის" ანჯელო ბადალამენტიმ დაწერა. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system