თავში

იტალიაში 4,4 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა

იტალია მიწიძცვვრა
იტალიაში 4,4 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა

იტალიის სამხრეთ სანაპიროზე, ტირეის ზღვაში დღეს დილით 4,4 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა. სტიქიის ეპიცენტრი კალაბრიის რაიონში, ქალაქ სკალეას მახლობლად ზღვის ფსკერიდან 11 კილომეტრის სიღრმეზე დაფიქსირდა. მიწისძვრას ნგრევა და მსხვერპლი არ მოჰყოლია.

სეისმურად აქტიურ იტალიაში, ერთი კვირის წინ 3,3 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა სიცილიაში მოხდა. 7 ოქტომბერს კი კალაბრიის რაიონში, ქალაქ კატანძაროსთან ახლოს 4 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისქვეშა ბიძგები დაფიქსირდა. სკოლებში ევაკუაცია გამოცხადდა. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system