თავში

ბაღდადში აქციაზე 2 დემონსტრანტი მოკლეს

​ბაღდადში აქციაზე 2 დემონსტრანტი მოკლეს
ბაღდადში აქციაზე 2 დემონსტრანტი მოკლეს

ერაყის დედაქალაქში, ბაღდადში, ტაჰრირის მოედანზე სამართალდამცავებთან დაპირისპირებას დღეს აქციის 2 მონაწილე ემსხვერპლა და 105 დაშავდა. სამართალდამცავებმა დემონსტრანტების წინააღმდეგ ცრემლსადენი გაზი და რეზინის ტყვიები გამოიყენეს.

პარასკევს განახლებულ აქციებზე სულ 72 ადამიანი დაიღუპა, ანტისახელისუფლებო პროტესტის პირველ ტალღას კი 149 ადამიანი შეეწირა.

ერაყში ანტისახელისუფლებო აქციები რამდენიმე კვირის წინ დაიწყო. აქციის მონაწილეები ხელისუფლებას კორუფციასა და ეკონომიკურ სტაგნაციაში ადანაშაულებენ და მის გადადგომას მოითხოვენ.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system