თავში

პარიზში იაპონელ ბიზნესმენს 800 000 დოლარიანი საათი მოპარეს

​პარიზში იაპონელ ბიზნესმენს 800 000 დოლარიანი საათი მოპარეს
პარიზში იაპონელ ბიზნესმენს 800 000 დოლარიანი საათი მოპარეს

იაპონელ ბიზნესმენს პარიზში მაჯიდან 800 000 დოლარის ღირებულების საათი მოპარეს. შემთხვევა საღამოს 9 საათზე, შანზ-ელიზეზე, ტრიუმფალურ თაღთან ახლოს მოხდა. ბიზნესმენი 5 ვარსკვლავიანი სასტუმრო Hôtel Napoléon-დან მოსაწევად გამოვიდა. მას გამვლელმა სიგარეტი სთხოვა. როდესაც ბიზნესმენმა მამაკაცს გიგარეტი გაუწოდა, ქურდმა ძვირფასი საათი მაჯიდან წაგლიჯა.

800 000 დოლარის ღირებულების, Richard Mille-ის ბრენდის შვეიცარული საათი, ბრილიანტებით იყო დაფარული. საქმეს ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის ოპერატიულ ჯგუფი იძიებს.

ბოლო დროს პარიზში გახშირებულია ძვირადღირებული საათების ქურდობა. 8 თვის განმავლობაში ქურდობის 70-მდე შემთხვევა დაფიქსირდა. 4 ფაქტი მარტო ერთ დღეს მოხდა. ქურდებმა 190 000 ევროს ღირებულების საათები მოიპარეს.

ქურდობის უმეტესობა ელისეს მინდვრების რაიონში ხდება, სადაც უამრავი ძვირადღირებული სასტუმრო და საიუველირო მაღაზიაა განლაგებული.

მოპარული საათების უმეტესობას, შავ ბაზარზე, ძირითადად, ღირებულების ნახევარ, ან მეოთხედ ფასად იყიდება.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system