თავში

აშშ-ში მონადირე ირმის თავდასხმის შედეგად გარდაიცვალა

მონადირე ირემი
აშშ-ში მონადირე ირმის თავდასხმის შედეგად გარდაიცვალა

ამერიკის შეერთებულ შტატებში მონადირე თომას ალექსანდერი მას შემდეგ დაიღუპა, რაც ირემს ესროლა და ეგონა, რომ მოკლა. როდესაც იგი ნანადირევს მიუახლოვდა, ჯერ კიდევ ცოცხალი ირემი თავს დაესხა და რქებით მრავლობითი ჭრილობა მიაყენა. 66 დაჭრილი მონადირე საავადმყოფოში გადაიყვანეს, თუმცა მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა.

არკანზასის თამაშებისა და თევზაობის სააგენტოს ხელმძღვანელის განცხადებით, მან ზუსტად არ იცის, რამდენ ხანს დაიცადა თომას ალექსანდერმა, სანამ ირემს მიუახლოვდებოდა, თუმცა ნადირობისას, მინიმუმ ნახევარი საათი მოცდაა საჭირო, ვიდრე მონადირე ნანადირევს შეამოწმებდეს.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system