თავში

ჰონგ-კონგში აქციაზე პოლიციის მიერ დაჭრილი 18 წლის სტუდენტი შესაძლოა დააპატიმრონ

პროეტსი გრძელდება
ჰონგ-კონგში აქციაზე პოლიციის მიერ დაჭრილი 18 წლის სტუდენტი შესაძლოა დააპატიმრონ

18 წლის ახალგაზრდას, რომელიც ჰონგ-კონგში, საპროტესტო აქციაზე, პოლიციამ დაჭრა, ძალადობრივ დემონსტრაციაში მონაწილეობასა და პოლიციელზე თავდასხმაში ედება ბრალი.

ტონი ცანგი პირველ ოქტომბერს დემონსტრაციაზე მკერდის არეში დაიჭრა. მას პოლიციელმა ახლო მანძილიდან ესროლა. თავდაპირველად ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ 18 წლის ახალგაზრდა პოლიციამ მოკლა.

სამართალდამცავები აცხადებენ, რომ რკინის ხელკეტით შეიარაღებული ახალგაზრდა პოლიციელს დაესხა თავს. ამბოხში მონაწილეობა და პოლიციელზე თავდასახმა თავისუფლების 10 წლამდე აღკვეთას ითვალისწინებს.

ანტისახელისუფლებო აქციები ჰონგ-კონგში უკვე მეოთხე თვეა გრძელდება. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system