თავში

ლიბანში ინტერნეტზე შემოღებულ მაღალ გადასახადებს აპროტესტებენ

​ლიბანში ინტერნეტზე შემოღებულ მაღალ გადასახადებს აპროტესტებენ
ლიბანში ინტერნეტზე შემოღებულ მაღალ გადასახადებს აპროტესტებენ

ლიბანის დედაქალაქი მასობრივმა პროტესტმა მოიცვა. ბეირუთის ქუჩებში ათასობით ადამიანი გამოვიდა. დემონსტრანტებმა მანქანის საბურავებს ცეცხლი მოუკიდეს და ქუჩები გადაკეტეს. მოსახლეობა მძიმე ეკონომიკურ პირობებსა და ქვეყანაში არსებულ ფინანსურ კრიზისს აპროტესტებს. ბოლო გადაწყვეტილებით, ხელისუფლებამ ინტერნეტით განხორციელებულ ხმოვან სიგნალზე გადასახადი - დღეში 20 ცენტი დააწესა. ამ ინიციატივას უკიდურეს სიღარიბეში მცხოვრები მოსახლეობის მასშტაბური პროტესტი მოჰყვა, რომელიც მთელ ქვეყანას მოედო. ტელეკომუნიკაციების მინისტრმა მაუწყებლებს დაურეკა და სთხოვა, ახალი ტარიფი გაეუქმებინათ.

მთავრობა ცვლილების გაუქმებას არ აპირებს. პრემიერ-მინისტრის განცხადებით ეს ცვლილება ქვეყნის ბიუჯეტს წელიწადში 200 მილიონ დოლარს მოუტანს.

ამ დროისთვის ლიბანში საგანგებო ეკონომიკური მდგომარეობაა გამოცხადებული. ქვეყანას მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე დიდი საგარეო ვალი აქვს. ფინანსური დეფიციტისა და მძიმე ეკონომიკური პირობების ფონზე, ხელისულება ბიუჯეტის დეფიციტის შემცირებას ყველანაირი გზით ცდილობს.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system