თავში

ბრიტანეთის ხელისუფლება მოლაპარაკებების დასრულებას კვირის ბოლომდე გეგმავს

ირლანდია ბრიტანეთი
ბრიტანეთის ხელისუფლება მოლაპარაკებების დასრულებას კვირის ბოლომდე გეგმავს

დიდი ბრიტანეთის ხელისუფლება, ქვეყნის ევროკავშირიდან გამოსვლის შესახებ მოლაპარაკებების დასრულებას, მიმდინარე კვირის ბოლომდე გეგმავს. ინფორმაციას ჟურნალი Spectator-ი ბრიტანეთის პრემიერის აპარატზე დაყრდნობით ავრცელებს.

Spectator-ი ინფორმაციით, ირლანდიის პრემიერ-მინისტრს ლეო ვარადაკს დეტალებზე საუბარი არ სურს, თუმცა, საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა და გერმანიის კანცლერმა ანგელა მერკელმა, ნაკლებსავარაუდოა, მხარი დაუჭირონ ბრიტანეთის პრემიერის ბორის ჯონსონის გეგმას, თუ მოლაპარაკებებისთვის მზადყოფნას ირლანდიაც არ გამოთქვამს.

პრემიერ-მინისტრის აპარატიდან წყაროს ინფორმაციით, „პარიზსა და ბერლინში (მთავარი მომლაპარაკებლები ევროკავშირის საკითხებში) არიან პირები, ვინც მხარს უჭერენ დიდი ბრიტანეთის პირობებს, თუმცა მაკრონი და მერკელი შეთანხმებას არ წარუდგენენ მიშელ ბერნიეს - მთავარ მომხსენებელს ევროკავშირში ბრექსითის საკითხებში, ვიდრე მოლაპარაკებებში ჩართვის სურვილს ირლანდიაც არ გამოთქვამს“, - წერს ჟურნალი Spectator-ი.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system