თავში

ფილიპინების ციხეში ყოველწლიურად 2500 პატიმარი კვდება

​ფილიპინების ციხეში ყოველწლიურად 2500 პატიმარი კვდება
ფილიპინების ციხეში ყოველწლიურად 2500 პატიმარი კვდება

ფილიპინების ნიუ-ბილიბიდის ციხეში, რომელიც ქვეყნის ერთ-ერთი მთავარი პენიტენციური სისტემაა, ავადმყოფობისა და ძალადობის გამო სიკვდილიანობა ძალიან ხშირია. საპყრობილე პატიმრებით იმდენად გადატვირთულია, რომ ციხეში ყოველწლიურად 2500 პატიმარი იღუპება. ციხის საავადმყოფოს მთავარი ექიმის განცხადებით, პატიმრებში მასობრივად გავრცელებულია ჭლექი.

სასჯელაღსრულების დაწესებულება დედაქალაქ მანილადან მოშორებით, ქალაქ მუნტინლუპაში მდებარეობს. CNN Philippines-ის ინფორმაციით, ციხის ხელმძღვანელობა კორუმპირებულია, ისინი ქრთამს იღებენ საპყრობილის ტერიტორიაზე ტელეფონის, სიგარეტისა და ტელევიზორის შეტანის სანაცვლოდ. პატიმრები ხშირად ავადმყოფობის იმიტირებას ახდენენ, რათა ისინი ციხის საავადმყოფოში გადაიყვანონ და იქ რაც შეიძლება დიდხანს დატოვონ. ზოგიერთ მათგანს, ასევე ქრთამის სანაცვლოდ, ციხის საავადმყოფოში პირადი მზარეული და ექთნებიც ჰყავს.

გაცილებით უარესი მდგომარეობაა კესონ-სითის ციხეში. შენობაში ადგილის სიმცირის გამო, პატიმრებს ღია ცის ქვეშ, კალათბურთის მოედანზე სძინავთ.

ანალიტიკოსები აცხადებენ, რომ ფილიპინებში საპყრობილეებში პატიმრების ზრდა პრეზიდენტ როდრიგო დუტერტეს მკაცრი ნარკოპოლიტიკის შედეგია. პრეზიდენტმა ნარკორეალიზატორებს სასტიკი ბრძოლა გამოუცხადა.

ნარკოტიკებთან დაკავშირებული ბრძოლის მასშტაბებმა ფილიპინებში საერთაშორისო შეშფოთება მოჰყვა. ივლისში გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭომ რეპრესიებთან დაკავშირებული 1000 ადამიანის მკვლელობის გამოძიება მოითხოვა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system