თავში

"წმინდა დევიდსონი“ - რომის პაპის მოტოცილკი 42 ათას ფუნტად გაიყიდა

"წმინდა დევიდსონი“ - რომის პაპის მოტოცილკი 42 ათას ფუნტად გაიყიდა
წმინდა დევიდსონი“ - რომის პაპის მოტოცილკი 42 ათას ფუნტად გაიყიდა

მოოქროვილი Harley Davidson რომის პაპის ავტოგრაფით ბრიტანეთის Bonhams-ის აუქციონზე 42 ათას ფუნტად (54,5 ათასი დოლარი) გაიყიდა.

უნიკალური მოტოციკლი, რომელსაც აუქციონზე „წმინდა დევიდსონი“ შეარქვეს, გერმანიაში, ვიურცბურგში შექმნეს ავსტრიელი მოტოციკლისტების დაკვეთით, რომლებიც საკუთარ თავს „იესოს ბაიკერებს“ უწოდებენ. მოტოციკლი რომის პაპის მისიონერული ორგანიზაციითვის სპეციალურად შეიქმნა. როდესაც ბაიკერებმა ის ვატიკანს გადასცეს, რომის პაპმა მასზე ავტოგრაფი დატოვა.

აუქციონიდან მიღებული ფული უგანდაში ბავშვთა სახლისა და სკოლის მშენებლობას მოხმარდება.

აუქციონზე იყო მოლოდინი, რომ ცნობილი მოტოციკლი, 50-დან 100 ათას ფუნტამდე გაიყიდებოდა. მსგავსი მოტოციკლი 2014 წელს 208 ათას ფუნტად გაიყიდა.

Harley Davidson-ის ძრავის მოცულობა 1570 კუბური სანტიმეტრია. მას ასევე „უნიკალურ თეთრსაც“ უწოდებენ. სადაფისფერი მოტოციკლი მექსიკურ სტილში, მოოქროვილი ელემენტებითაა გაწყობილი. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system