თავში

ლიბიის სანაპირო დაცვამ 90 მიგრანტი დააკავა

სანაპირო დაცვა ლიბია
ლიბიის სანაპირო დაცვამ 90 მიგრანტი დააკავა

ხმელთაშუა ზღვის სანაპირო დაცვამ ლიბიის სანაპიროზე 90 აფრიკელი მიგრანტი დააკავა. ისინი გასაბერი ნავით ევროპაში გამგზავრებას ცდილობდნენ. დაკავებულებს დროებითი განთავსების ბანაკებში გადაიყვანენ.

ბოლო პერიოდში ლიბია მთავარ სატრანზიტო პუნქტად იქცა მიგრანტებისათვის, რომლებიც თავიანთი ქვეყნებიდან ომსა და შიმშილს გაურბიან და ცდილობენ თავი ევროპას შეაფარონ.

ევროკავშირი, ლიბიის ხელისუფლებასთან ერთად, ცდილობს აფრიკის სახელმწიფოებიდან, ხმელთაშუა ზღვის გავლით დევნილთა ევროპაში მიგრაციას ხელი შეუშალოს. ადამიანის უფლებადამცველმა ორგანიზაციებმა ეს პოლიტიკა მკაცრად გააკრიტიკეს და აღნიშნეს, რომ მიგრანტებს დროებითი განთავსების პუნქტებში არაადამიანურ პირობებში უწევთ ყოფნა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system