თავში

მაიკლ ჯექსონის 'Neverland’-ის ფასი 100 მილიონიდან 31 მილიონამდე დაეცა

მაიკლ ჯექსონის 'Neverland’-ის ფასი 100 მილიონიდან 31 მილიონამდე დაეცა
მაიკლ ჯექსონის 'Neverland’-ის ფასი 100 მილიონიდან 31 მილიონამდე დაეცა

პოპის მეფის მაიკლ ჯექსონის რანჩო ‘Neverland’, რომლის პირველადი საბაზრო ღირებულება 100 მილიონი დოლარი იყო, ბაზარზე 70 პროცენტიანი ფასდაკლებით ბრუნდება. რანჩო 31 მილიონ დოლარად იყიდება.

2015 წელს რანჩოს ღირებულება 100 მილიონი დოლარი იყო. იმავე სახელწოდების ‘Neverland’ დოკუმენტური ფილმის გამოსვლის შემდეგ რანჩოს ღირებულება 70 პროცენტით დაეცა.

ფონდ Colony Capital-ის მმართველობაში არსებული უძრავი ქონება ჯექსონის ახლობელი ბიზნესმენის, ტომას ბარაკომის კონტროლის ქვეშ იმყოფება. რანჩოს ფასი უკვე წლებია განიცდის დევალვაციას. კომპანია 2015 წლიდან ‘Neverland’-ის გაყიდვას ცდილობს.

2017 წელს რანჩოს ფასი 67 მილიონამდე დაწიეს, რამდენიმე თვეში კი, დროებით, ამოღებული იყო გასაყიდი ქონების საბაზრო სიიდან.

2019 წელს ცნობილი რანჩო ბაზარს უკვე დრამატული ფასდაკლებით უბრუნდება. კომპანიას რანჩოს გაყიდვის ბოლო მცდელობა აქვს.

კალიფორნიაში, სანტა-ინესის ველზე განლაგებული რანჩოს საერთო ფართობი 1,2 ათას კვადრატული მეტრია. ჯექსონმა ის 1980 წელს 19,5 მილიონ დოლარად შეიძინა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system