თავში

ტაივანში უზარმაზარი თაღოვანი ხიდი ჩაინგრა - VIDEO

​ტაივანში უზარმაზარი თაღოვანი ხიდი ჩაინგრა
ტაივანში უზარმაზარი თაღოვანი ხიდი ჩაინგრა - VIDEO

ტაივანის აღმოსავლეთ ნაწილში უზარმაზარი, ისტორიული თაღოვანი ხიდი ჩაინგრა. ნანგრევებში ნავთობტაკნერი მოჰყვა, რომელიც გადაყირავდა და ნავებს დაეცა. სამაშველო ოპერაციაში საჰაერო ძალების ვერტმფრენები, მეთევზეთა გემები და 60 სამხედრო, მათ შორის მყვინთავები მონაწილეობენ. დაღუპულთა შესახებ ჯერჯერობით ინფორმაცია არ ვრცელდება. ჩამონგრევის დროს ხიდზე 5 ადამიანი იმყოფებოდა. მაშველები ასევე ვარაუდობენ, რომ ერთ-ერთ დაზიანებულ გემზე 6 ადამიანია ჩარჩენილი. 10 ადამიანი გადაყვანილია საავადმყოფოში, მათ შორის 6-ის მდგომარეობა მძიმეა.

წყნარი ოკეანის სანაპიროზე მდებარე მეთევზეთა პატარა, მაგრამ საკმაოდ ხალხმრავალ სოფელ ნანფიანგაოში, 18 მეტრის სიმაღლისა და 140 მეტრის სიგრძის ხიდი დილის 9:30-ზე ჩაინგრა.

ამ დროისთვის ტაივანის სანაპიროს ტაიფუნი „მიტაგი“ უტევს, რასაც ძლიერი ქარი და წვიმები მოჰყვა, თუმცა სპეციალისტები ჯერჯერობით ვერ აკონკრეტებენ, დააზიანა, თუ არა, ხიდი სტიქიამ.

ხიდი 1998 წელს გაიხსნა, მას შემდეგ, რაც წინამორბედი, მაღალი გემების მოძრაობა უშლიდა ხელს. თაღოვანი ხიდი უნიკალური იყო და ტურისტულ ღირსშესანიშნაობას წარმოადგენდა. ის ფოლადის ერთადერთი ერთთაღიანი ხიდი იყო ტაივანში და მეორე - მსოფლიოში.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system