თავში

მალიში გაეროს 4 მშვიდობისმყოფელი დაჭრეს და ერთი მოკლეს

​მალიში გაეროს 4 მშვიდობისმყოფელი დაჭრეს და ერთი მოკლეს
მალიში გაეროს 4 მშვიდობისმყოფელი დაჭრეს და ერთი მოკლეს

მალიში რამდენიმე თავდასხმის შედეგად, გაეროს ერთი მშვიდობისმყოფელი მოკლეს და ოთხი დაჭრეს. შემთხვევა ქვეყნის ჩრდილო-აღმოსავლეთ ნაწილში, აგულეხოკში მოხდა. სამშვიდობოები, პატრულირების დროს, ნაღმზე აფეთქდნენ.

პარალელურად, კიდევ ერთი შეიარაღებული თავდასხმა გაეროს მშვიდობისმყოფელების დროებით ოპერატიულ ბაზაზე მალის ცენტრალურ რაიონში მოხდა. დაჭრილია ერთი მშვიდობისმყოფელი.

ოფიციალური მონაცემებით, მალი გაეროს სამშვიდობო ძალებისთვის ერთ-ერთი ყველაზე ცხელი წერტილია. კონფლიქტის განმავლობაში იქ უკვე 200 მშვიდობისმყოფელი დაიღუპა.

2012 წლის მარტში მალიში სახელმწიფო გადატრიალება მოხდა. 2013 წლის აპრილში გაეროს უშიშროების საბჭომ მალის სტაბილიზაციის მრავალპროფილური კომპლექსური მისიის შექმნის შესახებ რეზოლუცია მიიღო.

დასავლეთ აფრიკული სახელმწიფო 2015 წლიდან სამშვიდობო შეთანხმების მიღწევას ცდილობს ალ-ქაიდასთან კავშირში მყოფ ექსტრემისტებთან, რომელთა მოქმედების არეალი ქვეყანაში ძალიან ფართოა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system