თავში

ფილიპინებში კლარინის მერი დევიდ ნავარო ქუჩაში ჩაცხრილეს

ფილიპენიბი მკვლელოობა
ფილიპინებში კლარინის მერი დევიდ ნავარო ქუჩაში ჩაცხრილეს

ფილიპინებში, დასავლეთ მისამისის პროვინციაში, ქალაქ კლარინის მერი დევიდ ნავარო ჩაცხრილეს. ნავაროს ქუჩაში, ომბუდსმენის ოფისთან ახლოს სწორედ მაშინ ესროლეს, როდესაც პოლიციას ის მანქანით პროკურატურაში დასაკითხად გადაჰყავდა. 

დევიდ ნავარო ქალაქში მასაჟისტი ქალის ცემის ფაქტზე დააკავეს. სამართალდამცავების თქმით, ის პოლიციის მანქანის უკანა სავარძელზე იჯდა, როდესაც შეიარაღებულმა ნიღბიანებმა მათი მანქანა გააჩერეს, პოლიციელს მანქანიდან გადმოსვლა უბრძანეს და ქალაქის მერს ადგილზე გაუსწორდნენ. დაიჭრა რამდენიმე პოლიციელი. ინციდენტი ნავაროს დაკავებიდან მეორე დღეს მოხდა.

დევიდ ნავარო ნარკოტიკებით ვაჭრობაში ეჭვმიტანილი პოლიტიკოსების სიაში 2019 წლიდან ფიგურირებს. სია თავად პრეზიდენტმა, როდრიგო დუტერტემ გაასაჯაროვა. მას ეს სია მაისის არჩევნებამდე ცოტა ხნით ადრე გამოაქვეყნა, რათა ნარკომოვაჭრეების ხელისუფლებაში ხელახლა არჩევა თავიდან აეცილებინა, თუმცა უშედეგოდ.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system