თავში

დღეს აზერბაიჯანის, რუსეთისა და სომხეთის ლიდერების შეხვედრა გაიმართება

დღეს აზერბაიჯანის, რუსეთისა და სომხეთის ლიდერების შეხვედრა გაიმართება
დღეს აზერბაიჯანის, რუსეთისა და სომხეთის ლიდერების შეხვედრა გაიმართება

დღეს, 26 ნოემბერს სოჭში აზერბაიჯანის პრეზიდენტის, ილჰამ ალიევის, რუსეთის ლიდერის, ვლადიმერ პუტინისა და სომხეთის პრემიერ-მინისტრის, ნიკოლ ფაშინიანის სამმხრივი შეხვედრა გაიმართება. ინფორმაციას აზერბაიჯანული მედიაავრცელებს.

შეხვედრაზე 2020 წლის 9 ნოემბრისა და 2021 წლის 11 იანვრის სამმხრივი შეთანხმებების შესრულებას განიხილავენ.

ასევე მხარეები რეგიონში სტაბილურობის გასაძლიერებლად და მშვიდობიანი ცხოვრების დასამყარებლად შემდგომ ნაბიჯებს დასახავენ.

განსაკუთრებული ყურადღება სავაჭრო, ეკონომიკური და სატრანსპორტო კავშირების აღდგენასა და განვითარებას დაეთმობა.

გავრცელებული ინფორმაციით, პუტინი ალიევთან და ფაშინიანთან ცალკე მოლაპარაკებებსაც გამართავს.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system