თავში

დღეს ჯო ბაიდენის ინაუგურაცია გაიმართება

​დღეს ჯო ბაიდენის ინაუგურაცია გაიმართება
დღეს ჯო ბაიდენის ინაუგურაცია გაიმართება

დღეს აშშ-ის 46-ე პრეზიდენტის, ჯოზეფ ბაიდენისა და ვიცე-პრეზიდენტის, კამალა ჰარისის ინაუგურაცია გაიმართება.

თბილისის დროით 20:30 საათზე უზენაესი ფიცს ჯერ კამალა ჰარისი დადებს, თბილისის დროით 21:00 საათზე კი - ჯო ბაიდენი, რის შემდეგაც ის საინაუგურაციო სიტყვას წარმოთქვამს.

სიტყვით გამოსვლის შემდეგ ბაიდენი კაპიტოლიუმის აღმოსავლეთ ნაწილში გადაინაცვლებს, სადაც ტრადიციის თანახმად, ამერიკის შეიარაღებული ძალების მზაობას შეამოწმებს.

ამის შემდეგ ჯო ბაიდენი, კამალა ჰარისი და ყოფილი პრეზიდენტები ბარაკ ობამა, ჯორჯ ბუში და ბილ კლინტონი, მეუღლეებთან ერთად, არლინგტონის ეროვნულ სასაფლაოზე მივლენ და უცნობი ჯარისკაცის საფლავს გვირგვინით შეამკობენ.

კორონავირუსის პანდემიის გამო ინაუგურაციის ცერემონია წლევანდელი შეზღუდული ფორმატით გაიმართემა. მას მხოლოდ 1000 სტუმარი დაესწრება, რომელთა შორის კონგრესის წევრები და ყოფილი პრეზიდენტები არიან.

აშშ-ის მოქმედი პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ჯო ბაიდენის ინაუგურაციას არ დაესწრება. ის თეთრ სახლს 20 იანვარს, დილით დატოვებს. როგორც ცნობილია, ამავე დღეს დონალდ ტრამპი მერილენდში მდებარე სამხედრო ბაზაზე გამოსამშვიდობებელი ღონისძიების გამართვას გეგმავს.

აშშ-ის 46-ე პრეზიდენტის ინაუგურაციის ცერემონიაზე დასწრებას გეგმავს მოქმედი ვიცე-პრეზიდენტი მაიკ პენსი.

აშშ-ის არჩეული პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის ინაუგურაციის ცერემონიაზე ქვეყნის ჰიმნს მომღერალი ლედი გაგა შეასრულებს

6 იანვარს მომხდარი არეულობის შემდეგ შექმნილი უსაფრთხოებასთან დაკავშირებული რისკის გამო, ინაუგურაციის დროს უსაფრთხოების უპრეცედენტო ზომები იქნება მიღებული და თავდაცვის დეპარტამენტი დედაქალაქში ეროვნული გვარდიის 25 000-მდე ჯარისკაცს განათავსებს.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system