თავში

დღეს მსოფლიო ტურიზმის დღე აღინიშნება

დღეს მსოფლიო ტურიზმის დღე აღინიშნება
დღეს მსოფლიო ტურიზმის დღე აღინიშნება

ტურიზმის მსოფლიო დღე ყოველწლიურად 27 სექტემბერს აღინიშნება. იგი გაერო-ს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის  გენერალური ასამბლეის მიერ 1979 წელს დაარსდა. დღესასწაული საერთაშორისო საზოგადოების ტურიზმის სოციალურ, კულტურულ და ეკონომიკურ მნიშვნელობაზე ყურადღების გამახვილებას ისახავს მიზნად.

გაერო-ს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის მონაცემებით, 2019 წელს საერთაშორისო ტურისტული ნაკადი 2018 წელთან შედარებით 4%-ით გაიზარდა.

2020 წელს COVID-19 პანდემიამ მოგზაურობისა და ტურიზმის უპრეცედენტო ვარდნა გამოიწვია.  

საერთაშორისო ტურიზმი  2020 წლის პირველ ნახევარში, გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 65%-ით შემცირდა. 2020 წლის პირველ ნახევარში ტურიზმზე მოთხოვნის მკვეთრმა ვარდნამ საერთაშორისო ტურიზმის სფეროში 460 მილიარდი დოლარის ოდენობით ზარალი გამოიწვია. 

მსოფლიო სტატისტიკის თანახმად, მსოფლიოში ყოველი ათი ადამიანიდან ერთი ტურიზმის სექტორშია დასაქმებული. პანდემიის შედეგად, 100-120 მილიონი სამუშაო ადგილი ამჟამად საფრთხის წინაშეა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system