თავში

დღეს ყაზახეთში გლოვის დღეა

დღეს ყაზახეთში გლოვის დღეა
დღეს ყაზახეთში გლოვის დღეა

ყაზახეთის პრეზიდენტმა კასიმ-ჟომატ თოყაევმა, ქვეყანაში არეულობის დროს დაღუპულების გამო, 10 იანვარი ეროვნული გლოვის დღედ გამოაცხადა.

როგორც ყაზახეთის ჯანდაცვის სამინისტრო იუწყება, ქვეყანაში ბოლო დღეების განმავლობაში არეულობის შედეგად 164 ადამიანი დაიღუპა.

ქვეყნის შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, არეულობის შედეგად, საერთო ჯამში 5 969 ადამიანია დაკავებული.

მანამდე, ყაზახეთის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ ტერორისტების ლიკვიდაციისთვის ცეცხლის გაუფრთხილებლად გახსნის ბრძანება გასცა.

ყასიმ-ჟომართ თოყაევმა განაცხადა, რომ კონსტიტუციური წესრიგი რესპუბლიკის ყველა რეგიონში აღდგენილია და ადგილობრივი ხელისუფლება სიტუაციას აკონტროლებს.

ცნობისთვის, ყაზახეთში მთავრობა გადადგა. ქვეყნის პრეზიდენტმა, ყასიმ-ჟომართ თოყაევმა საპროტესტო აქციების შემდეგ მთავრობის გადადგომის შესახებ გადაწყვეტილებას ხელი მოაწერა.

ყაზახეთში ერთდროულად რამდენიმე ქალაქში აქციები გაიმართა. აქციის მონაწილეები ბუნებრივ აირზე საფასურის ზრდას აპროტესტებდნენ.

აქციის მონაწილეებსა და პოლიციას შორის შეტაკებები მოხდა.

თოყაევმა პრემიერ-მინისტრის მოვალეობის შემსრულებლად ალიხან სმილოვი დაასახელა. ალმათში და დასავლეთ მანგისთაუს პროვინციაში ორკვირიანი საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა.

საღამოს 11 საათიდან დილის 7 საათამდე "კომენდანტის საათი" დაწესდა. გარდა ამისა აიკრძალა მასობრივი შეკრებები.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system