
სინგაპურში ახალი კორონავირუსით ინფიცირების 75 შემთხვევა გამოვლინდა. ეს ამ ქვეყნისთვის ერთ დღე-ღამეში დადასტურებული შემთხვევების რეკორდული რაოდენობაა. ამის შესახებ სინგაპურის ჯანდაცვის სამინისტრომ განაცხადა.
ბოლო მონაცემებით, ქვეყანაში ინფიცირებულთა რაოდენობამ 1 189-ს მიაღწია. ექვსი პაციენტი გარდაიცვალა.