თავში

დღეს SpaceX ისტორიულ მისიას განახორციელებს - LIVE

დღეს SpaceX ისტორიულ მისიას განახორციელებს
დღეს SpaceX ისტორიულ მისიას განახორციელებს  - LIVE

ასტრონავტიკის ისტორიაში პირველად, დღეს, 23 იანვარს, ამერიკული კოსმოსური კომპანია SpaceX კოსმოსში თანამგზავრების მასშტაბურ რაოდენობას გაგზავნის. ამის შესახებ SpaceX-ის პრესსამსახური იუწყება.

გავრცელებული ინფორმაციით, Transporter-1-ის მისიის ფარგლებში, Falcon 9-ის მრავალჯერადი გადამზიდი ორბიტაზე 143 თანამგზავრს გადაიტანს. თანამგზავრების საერთო მასა 5 ტონას აღემატება და მათ ფლორიდის კოსმოსური ცენტრიდან გაუშვებენ.

თანამგზავრების გაშვება თბილისის დროით 18:40 საათზე არის დაგეგმილი და მისი ნახვა ონლაინ რეჟიმში იქნება შესაძლებელი.

შეგახსენებთ, SpaceX ჩვენი პლანეტის თავზე 12 ათასი მოწყობილობით აღჭურვილი ქსელის შექმნას გეგმავს. მისი ამოცანაა დედამიწის ორბიტაზე ხელოვნურ თანამგზავრთა თანავარსკვლავედის შექმნა, რომელიც პლანეტის ნებისმიერი წერტილიდან მაღალი სიჩქარის ინტერნეტთან წვდომას უზრუნველყოფს. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system