თავში

დღეს ჟენევაში აშშ-სა და რუსეთს შორის მოლაპარაკებები დაიწყება

დღეს ჟენევაში აშშ-სა და რუსეთს შორის მოლაპარაკებები დაიწყება
დღეს ჟენევაში აშშ-სა და რუსეთს შორის მოლაპარაკებები დაიწყება

რუსეთისა და აშშ-ის დელეგაციებს შორის მოლაპარაკებები, რომელიც ნაწილია ე.წ. „სტრატეგიისა და უსაფრთხოების საკითხებზე დიალოგისა“, ჟენევაში დღეს დაიწყება. Report.ge-ს ცნობით, ამის შესახებ ინფორმაციას Euronews ავრცელებს.

რუსეთის მთავარი მოთხოვნა იქნება მიიღოს გარანტიები, რომ ჩრდილოატლანტიკური ალიანსი აღმოსავლეთით აღარ გაფართოვდება და უკრაინაში ნატო რაკეტებს არ განათავსებს. თუმცა, აშშ-ში აცხადებენ, რომ მოლაპარაკებების დროს „არავითარი მტკიცე ვალდებულება“ არ იქნება და განიხილება მხოლოდ უსაფრთხოების საკითხები.

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ცნობით, აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილემ უენდი შერმანმა აღნიშნა, რომ ვაშინგტონი მხარს უჭერს პრინციპს, რომ ქვეყნებმა დამოუკიდებლად უნდა აირჩიონ, რომელ ალიანსებს შეუერთდნენ.

რუსეთის შეჭრის საფრთხის ფონზე, აღმოსავლეთ უკრაინაში საჯარისო ნაწილები სრულად არის მობილიზებული. აშშ რუსეთს აფრთხილებს, რომ უკრაინაში შეჭრის შემთხვევაში, მოსკოვს დიდი საფასურის გადახდა მოუწევს.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system