თავში

დღეში 3-ჯერ კბილების გახეხვა დიაბეტის რისკებს ამცირებს

დღეში 3-ჯერ კბილების გახეხვა დიაბეტის რისკებს ამცირებს
დღეში 3-ჯერ კბილების გახეხვა დიაბეტის რისკებს ამცირებს

ახალმა კვლევამ აჩვენა, რომ ადამიანებს, რომლებიც კბილებს, დღეში სულ მცირე სამჯერ იხეხავენ, დიაბეტის განვითარების ნაკლები საფრთხე ემუქრებათ. ის ადამიანები კი, რომლებსაც ორალური ჯანმრთელობის ნაკლები ფუფუნება აქვთ, დიაბეტისაგან უფრო ხშირად იტანჯებიან.

ახალი კვლევა ჟურნალ "Diabetologia-ში" გამოქვეყნდა, სადაც 2003-დან 2006-წლამდე სამხრეთ კორეაში მცხოვრები 190,000 ადამიანის მონაცემებია აღბეჭდილი. მათგან 17.5%-ს პაროდონტის დაავადება და დაზიანებული ღრძილები აღმოაჩნდა, რისი გამომწვევი მიზეზიც, ძირითადად პირის ღრუს ჰიგიენის არასათანადოდ დაცვა გახდა. ბოლო მონაცემებით, 10 წლის განმავლობაში, დიაბეტის დიაგნოზი 31,545 პაციენტს დაუსვეს. მათგან 9-% კი პაროდონტული დაავადებები აღენიშნებოდა. ხოლო ადამიანების რაოდენობა, რომლებსაც სულ მცირე 15 კბილი ჰქონდათ დაკარგული, 21%-ს აღწევდა.

როცა სამხრეთკორეელმა მეცნიერებმა ასაკობრივი ჯგუფები შეადგინეს, მათში 51 წლამდე ადამიანები შევიდა. მათი მონაცემების შეჯამების შემდეგ კი დადგინდა, რომ მათ შორის, ვინც კბილებს დღეში ორჯერ იხეხავდა, დიაბეტის განვითარების რისკი 10%-ით ნაკლები იყო. ეს მაშინ, როდესაც იმ ჯგუფში, რომლებიც დღეში სამჯერ ან უფრო ხშირად იხეხავდნენ კბილებს, ეს მაჩვენებელი 14%-ით ნაკლები აღმოჩნდა. 51 წელს გადაცილებული პაციენტების შემთხვევაში კი, დღეში 1 ან 2-ჯერ გახეხვისას, რისკის მაჩვენებელი 7% იყო.

"პაროდონტის დაავადებებმა და დაკარგული კბილების დიდმა რაოდენობამ შეიძლება ახალი დაავადების, დიაბეტის განვითარების ფაქტორები გამოიწვიოს. ორალური ჰიგიენის დაცვა და პირის ღრუს მოვლის გაუმჯობესება ორგანიზმში დიაბეტის განვითარების რისკებს შეამცირებს"-, ნათქვამია კვლევაში.

კვლევაში დაავადებაზე საუბრისას, მეცნიერებს დიაბეტის I და II ტიპი ერთმანეთისაგან არ გაუმიჯნავთ. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system