თავში

დიდ ბრიტანეთს შტორმი "ქრისტოფი" უტევს

დიდ ბრიტანეთს შტორმი "ქრისტოფი" უტევს
დიდ ბრიტანეთს შტორმი ქრისტოფი უტევს

დიდ ბრიტანეთში - ინგლისსა და უელსში შტორმი "ქრისტოფით" გამოწვეული უამინდობისა და წყალდიდობის გამო მოსახლეობის ევაკუაცია ერთ საათში განხორციელდა. სინოპტიკოსების ცნობით ქვეყნის ამ მხარეში წვიმა და თოვა გაგრძელდება.

მანჩესტერის 2 რაიონში წყალდიდობამ 2000-მდე სახლი დატბორა. მოსალოდნელი საფრთხის გამო განგაშის ყვითელი დონეა გამოცხადებული. მეტეოროლოგების განცხადებით მდინარეების კიდევ უფრო ადიდებაა მოსალოდნელი. 

ადგილობრივი ხელისუფლების განცხადებით, პანდემიასთან დაკავშირებული რეგულაციების მიუხედავად, ექსტრემალური სიტუაციის შემთხვევაში, მოსახლეობას სახლებიდან გამოსვლის ნებას აძლევენ. პრემიერ ბორის ჯონსონის თქმით, ხელისუფლება მზადაა შექმნილი კრიზისის დასაძლევად. ევაკუაციის შემთხვევაში, კორონავირუსისგან დაცვის გათვალისწინებით, დროებითი თავშესაფრები ხელმისაწვდომი იქნება ნებისმიერი პირისათვის. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system