თავში

დიდ ბრიტანეთში 11 ალბანელი მიგრანტი ნავსადგურში იპოვეს

დიდ ბრიტანეთში 11 ალბანელი მიგრანტი ნავსადგურში იპოვეს
დიდ ბრიტანეთში 11 ალბანელი მიგრანტი ნავსადგურში იპოვეს

დიდ ბრიტანეთში, საუთჰემპტონის ნავსადგურზე პორტის თანამშრომლებმა 11 ალბანეთის მოქალაქე, მათ შორის ერთი ორსული ქალი და 17 წლის ბიჭი იპოვეს. ამის შესახებ BBC წერს.

ადგილობრივი საზღვაო ძალების განცხადებით, ორსული მიგრანტი ქალი საავადმყოფოში გადაიყვანეს, ხოლო დანარჩენი 10 ადამიანი პატიმრობაში იმყოფება. მათი თქმით, არასრულწლოვანი ბიჭი მოგვიანებით შესაბამის სამსახურს ჩაბარდება.

ქვეყნის შინაგან საქმეთა მინისტრის განცხადებით, მიგრანტები საფრანგეთის ქალაქ ლე-ჰავრიდან გემით ჩავიდნენ. 

ცნობილია, რომ მიმდინარე კვირის განმავლობაში საუთჰემპტონის ნავსადგურზე  მიგრანტთა ჯგუფი მეორედ აღმოაჩინეს და ისინიც პატიმრობაში რჩებიან.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system