თავში

დიდ ბრიტანეთში 56 წლის სასაფლაოზე გაიყინა - PHOTO

დიდ ბრიტანეთში 56 წლის სასაფლაოზე გაიყინა - PHOTO
დიდ ბრიტანეთში 56 წლის  სასაფლაოზე გაიყინა - PHOTO

დიდი ბრიტანეთის ქალაქ ჰალიში 56 წლის ქალი სასაფლაოზე გაიყინა მას შემდეგ, რაც ის ველოსიპედიდან გადმოვარდა. მისი სხეული 17 საათის შემდეგ იპოვეს. ამის შესახებ Daily Mail წერს

ქალი ველოსიპედით ქალაქში სეირნობდა. ის გადმოვარდა და ფეხი იტკინა, რის გამოც ადგომა და გზის გაგრძელება ვერ შეძლო.  

56 წლის ქალის საქმრო მის გაუჩინარებას დეტალურად იხსენებს.

"სახლი მოვაწესრიგე გავბრაზდი, რომ სახლში არ იყო, რადგან ამ ყველაფერს ერთად ვაკეთებდით. გვიან ვიფიქრე, რომ ის სასმლის დასალევად იყო წასული და სადმე მთვრალი იქნებოდა, რადგან ხშირად სვამდა. მე მის მოსაძებნად იმ ადგილას წავედიმ სადაც ვსეირნობდით ხოლმე, თუმცა იქ ვერ ვნახე. ძლიერი წვიმა იყო, მე ძალიან ვღელავდი. მისაღებ ოთახში დავიძინე და ველოდებოდი, როდის მოვიდოდა. კარი ღია დავტოვე, რადგან ვიცოდი, გასაღები არ ჰქონდა. კვირა დილით ტელევიზორი ჩავრთე და გამოაცხადეს, რომ სასაფლაოზე 50 წლამდე ასაკის ქალი გარდაცვლილი იპოვეს. მე ვიგრძენი, რომ ეს ის იქნებოდა და დავრეკე პოლიციაში", - განაცხადა გარდაცვლილი ქალის საქმრომ.

როგორც გარდაცვლილი ქალის საქმრო ამბობს, მან გამოძიება ჩაატარა და იპოვა მოწმე, რომელმაც მისი პარტნიორი ნახა. მოწმე ამბობს, რომ დასახმარებლად მივიდა, თუმცა მისი წამოდგომა ვერ შეძლო, რადგან ფეხის ტერფი ჰქონდა დაზიანებული. მან ასევე აღნიშნა, რომ ქალი ალკოჰოლის ზემოქმედების ქვეშ იყო. ის მალევე წავიდა პოლიციის მოსაძებნად, თუმცა სასაფლაოს კარები დაიხურა და პოლიციელებმა ქალის მოძებნა ვეღარ შეძლეს.

გარდაცვლილი ქალის საქმრო მომხდარს პოლიციის უპასუხისმგებლობას აბრალებს და ამბობს, რომ მათ მალე რომ ემოქმედათ და მისი პარტნიორი ეპოვათ, ის აუცილებლად გადარჩებოდა.

აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით მიმდინარეობს გამოძიება.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system