თავში

დიდ ბრიტანეთში 6 000-მა ადამიანმა მარათონში მიიღო მონაწილეობა

დიდ ბრიტანეთში 6 000-მა ადამიანმა მარათონში მიიღო მონაწილეობა
დიდ ბრიტანეთში 6 000-მა ადამიანმა მარათონში მიიღო მონაწილეობა

დიდ ბრიტანეთში, რეკომენდაციების უგულვებელყოფით, მარათონში მონაწილეობა 6 000 -მა ადამიანმა მიიღო. ეს ერთ-ერთია იმ მასობრივი ღონისძიებიდან, რომელიც ქვეყანაში ბოლო უქმეებზე გაიმართა. მომავალი კვირიდან ქვეყანაში მსგავსი აქტივობები აკრძალული იქნება.

მიუხედავად იმისა, რომ ორგანიზატორებს მარათონის გადადების რეკომენდაცია მისცეს, მათ ღონისძიება მაინც ჩაატარეს. არადა, ლივერპულში, სადაც სირბილში ერთმანეთს მოყვარულები ეჯიბრებოდნენ, გასული დღე-ღამის განმავლობაში, კორონავირუსით ინფიცირების რვა შემთხვევა დაფიქსირდა.

სპეციალისტები ამბობენ, რომ მარათონი შესაძლებელია გახდეს ეპიდემიის გავრცელების ერთ-ერთი წყარო.

დიდ ბრიტანეთში, ბოლო მონაცემებით, ახალი კორონავირუსით ინფიცირების 1 372 შემთხვევაა დადასტურებული. მათგან 232 გასული 24 საათის განმავლობაში დაფიქსირდა. ქვეყანაში ეპიდემიამ 14 ადამიანი იმსხვერპლა. გამოჯანმრთელებულია - 4.



ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system