თავში

დიდ ბრიტანეთში აგათა კრისტის სახლი იყიდება - PHOTO

დიდ ბრიტანეთში აგათა კრისტის სახლი იყიდება - PHOTO
დიდ ბრიტანეთში აგათა კრისტის სახლი იყიდება - PHOTO

დიდ ბრიტანეთში გასაყიდად გაიტანეს სახლი, სადაც ცნობილი მწერალი აგათა კრისტი ცხოვრობდა. ინფორმაციას ამის შესახებ ქონების სააგენტო Mansion Global ავრცელებს.

"აგათა კრისტის სახლი არის დიდი ბრიტანეთის საეტაპო ქონება, რომლის ფასიც წლების განმავლობაში გაიზარდა. ქონების ღირებულება 2,75 მილიონ გირვანქა სტერლინგად არის შეფასებული", - განაცხადა ქონების გაყიდვების აგენტმა.

აგათა კრისტიმ და მისმა მეუღლემ სახლი უოლინგფორდში 1934 წელს შეიძინეს. კრისტი იქ ცხოვრობდა გარდაცვალებამდე. სწორედ ამ სახლში დაიწერა წიგნები დეტექტივ ჰერკულეს პუაროს შესახებ და რომანების უმეტესობა მის მარპლზე. სახლის ფასადზე დამონტაჟდა დაფა, რომელიც ეძღვნებოდა აგათა კრისტის.

მე-17 საუკუნეში აშენებული სამსართულიანი სასახლის ფართობი 581 კვადრატული მეტრია. მას აქვს ხუთი საძინებელი და ოთხი მისაღები. სახლს ესაზღვრება 2 ჰექტარი ბაღი, რომელიც მდინარე ტემზას გადმოჰყურებს. მამულში ასევე განთავსებულია სასტუმრო ერთი ოთახით.

ცნობილია, რომ კრისტის ქონების ამჟამინდელმა მფლობელებმა სახლი 2002 წელს 1,24 მილიონ ფუნტად შეიძინეს. ამავდროულად, შეძენის დროს, მათ არ იცოდნენ, რომ სახლი ადრე აგათა კრისტის ეკუთვნოდა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system