თავში

დიდ ბრიტანეთში COVID-19-ის ვაქცინის წარმოებას მომავალი კვირიდან დაიწყებენ

დიდ ბრიტანეთში COVID-19-ის ვაქცინის წარმოებას მომავალი კვირიდან დაი
დიდ ბრიტანეთში COVID-19-ის ვაქცინის წარმოებას მომავალი კვირიდან დაიწყებენ

დიდი ბრიტანეთში, ოქსფორდის უნივერსიტეტის მკვლევარები მომავალი კვირიდან COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინის წარმოებას დაიწყებენ, რომლის კლინიკური ტესტირებაც ჯერ არ ჩატარებულა. ამის შესახებ ინფორმაციას Sky News ავრცელებს. 

ოქსფორდის უნივერსიტეტის, ჯენერის ინსტიტუტის დირექტორის, ადრიან ჰილის განცხადებით, ექსპერიმენტული ვაქცინის ნაადრევი წარმოების მიზანი, სექტემბრის თვისთვის საკმარისი რაოდენობის ვაქცინის შექმნაა. აღსანიშნავია, რომ აღნიშნულ ვაქცინას კლინიკური კვლევები ჯერ არ გაუვლია.

"საჭიროა წარმოება მანამ დავიწყოთ, სანამ ვაქცინა ტესტირებას გაივლის... დიდი ვარაუდით ვაქცინა წარატებული აღმოჩნდება და ამგვარად სექტემრის თვისთვის მილიონობით ვაქცინა იქნება მზად", - განაცხადა ადრიან ჰილმა. მისი მოსაზრებით, ახალი ვაქცინის წარმატების შანსები რეგიონში 80% -ს შეადგენს.

ვაქცინა, სახელწოდებით ChAdOx1 nCoV-19, მზადდება უვნებელი შიმპანზის ვირუსის საფუძველზე, რომელშიც კორონავირუსის კოდის გენეტიკური ნაწილია დამატებული. ადრე მსგავსი ტექნოლოგია ეფექტური აღმოჩნდა სხვა დაავადებებისადმი იმუნიტეტის შესაქმნელად. აღნიშნულ პროექტს მხარს უჭერს მთავრობა, რომელმაც ტესტირებისთვის 2.2 მილიონი გირვანქა სტერლინგის  (2.7 მილიონი დოლარი) ოდენობით  გრანტი გამოყო.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system