თავში

დიდ ბრიტანეთში ჯართის საწყობს ცეცხლი გაუჩნდა

დიდ ბრიტანეთში ჯართის საწყობს ცეცხლი გაუჩნდა
დიდ ბრიტანეთში ჯართის საწყობს ცეცხლი გაუჩნდა
© bbc.com

დიდ ბრიტანეთში, ნოტინგემში, ჯართის საწყობში ძლიერი ხანძარი გაჩნდა, რომლის ჩაქრობას, შესაძლოა, რამდენიმე დღე დასჭირდეს. ამის შესახებ ინფორმაციას BBC ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, მეხანძრეები ხანძრის ლიკვიდაციამდე საწყობში დარჩებიან. ადგილზე მობილიზებულია 14 სახანძრო ჯგუფი ნოტინგემშირიდან, დერბიშირიდან და ლესტერშირიდან.

ოფიციალური პირების განცხადებით, დაღუპულთა შესახებ ინფორმაცია არ გავრცელებულა, მაგრამ ხანძარი განაგრძობს გავრცელებას და მის ჩაქრობას, სავარაუდოდ, რამდენიმე დღე დასჭირდება.

ხანძრის გამომწვევი მიზეზი ჯერჯერობით უცნობია.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system