თავში

დიდ ბრიტანეთში კარანტინი კიდევ ორი კვირით გაგრძელდება

დიდ ბრიტანეთში კარანტინი კიდევ ორი კვირით გაგრძელდება
დიდ ბრიტანეთში კარანტინი კიდევ ორი კვირით გაგრძელდება

დიდ ბრიტანეთში კორონავირუსის გავრცელების თავიდან ასარიდებლად მიღებული, სოციალური დისტანციის ზომები კიდევ ორი კვირით გაგრძელდება. ამის შესახებ ინფორმაციას CNN ავრცელებს.

ქვეყნის მთავარი ეპიდემიოლოგიური ცენტრის განცხადებით, ინფიცირების გავრცელების ტემპი შენელდა. პროფესორ ნილ ფერგიუსონის განცხადებით, ეს იმით არის გამოწვეული, რომ, კარანტინის გამოცხადების შემდეგ, ქუჩებში მოქალაქეთა რაოდენობა 85 პროცენტით შემცირდა. 

დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრის, ბორის ჯონსონის თქმით, მთავრობა სოციალური დისტანცირების შეზღუდვებს მანამ გააგრძელებს, სანამ, ინფიცირებულთა რაოდენობა მკვეთრად არ შემცირდება.  

დიდი ბრიტანეთის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ქვეყანაში კორონავირუსით უკვე 38 168 ადამიანია ინფიცირებული, ხოლო 3605 - გარდაცვლილი.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system