თავში

დიდ ბრიტანეთში კარანტინი სულ მცირე 3 კვირით გაგრძელდება

დიდ ბრიტანეთში კარანტინი სულ მცირე 3 კვირით გაგრძელდება
დიდ ბრიტანეთში კარანტინი სულ მცირე 3 კვირით გაგრძელდება

დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, დომინიკ რააბის განცხადებით, კორონავირუსის ინფექციის გავრცელების გამო დაწესებული შემზღუდველი ზომები, სამეფოში სულ მცირე, სამი კვირის განმავლობაში გაგრძელდება. ამის შესახებ Reuters იუწყება.

"დაწესებული შეზღუდვები ეფექტური აღმოჩნდა... მიმდინარე რეჟიმის ნებისმიერმა ცვლილებამ შეიძლება სიტუაციის გაუარესება გამოიწვიოს. ზომების ადრეულმა შესუსტებამ შეიძლება გააუარესოს სიტუაცია და საფრთხე შეუქმნას, როგორც საზოგადოებრივ ჯანმრთელობას, ისე ეკონომიკას.მთავრობამ გადაწყვიტა, აღნიშნული შეზღუდვები, სულ მცირე, სამი კვირით გააგრძელოს", - განაცხადა დომინიკ რააბმა, რომელიც ბოლო ორი კვირის განმავლობაში პრემიერ-მინისტრის, ბორის ჯონსონის მოვალეობის შემსრულებელია.

ახალი კორონავირუსით დაღუპულთა საერთო რიცხვმა დიდ ბრიტანეთში 13,729 ადამიანს მიაღწია, ინფიცირებულთა რიცხვი103,093-მდე გაიზარდა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system