თავში

დიდ ბრიტანეთში კატამ მშობლიურ სოფელში დასაბრუნებლად 40 კილომეტრი გაიარა

დიდ ბრიტანეთში კატამ მშობლიურ სოფელში დასაბრუნებლად 40 კილომეტრი გაიარა
დიდ ბრიტანეთში კატამ მშობლიურ სოფელში დასაბრუნებლად 40 კილომეტრი გაიარა

კატა სახელად კუპიდი, რომელიც ბრიტანეთის ქალაქ დორსეტში ცხოვრობს, სახლიდან გაიქცა და 40 კილომეტრი გაიარა, რათა მშობლიურ სახლში დაბრუნებულიყო.

ცხოველი სახლიდან დეკემბერში გაიპარა. პატრონმა მისი სურათი სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა პოვნის იმედად, მართლაც, კატა ერთი თვის შემდეგ იპოვეს.

კუპიდი უილტშირის ერთ-ერთ სოფელში, იმავე სახლის გვერდით იპოვეს, სადაც ის ორი წლის წინ დაიბადა.

"ის ორი წლის წინ მეზობელ სახლში ცხოვრობდა. ვერც კი წარმოვიდგენდი, რომ ეს იგივე კნუტი იყო", - განაცხადა ქალმა, რომელმაც შინაური ცხოველი იპოვა.

ცნობილია, რომ სხვა ცხოველებისგან განსხვავებით, კატებს არ აქვთ სახლში დაბრუნების თანდაყოლილი ინსტინქტი და არ ეძებენ მშობლიურ ადგილებს. ამასთან ექსპერტებმა აღნიშნეს, რომ ცხოველი დაჯილდოებულია მსგავსი გრძნობით და თუ მოინდომა, სახლში დაბრუნებას შეძლებს. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system