
დიდ ბრიტანეთში ახალი კორონავირუსით ბოლო 24 საათის განმავლობაში 761 ადამიანი გარდაიცვალა.
ქვეყნის ჯანდაცვის მდივნის, მეთ ჰენკოკის განცხადებით, კორონავირუსი 4 603 ადამიანს დაუდასტურდა.
ბოლო მონაცემებით, დიდ ბრიტანეთში COVID-19-ის შედეგად გარდაცვლილთა რიცხვი 12 868-მდე გაიზარდა. ქვეყნის მასშტაბით, კორონავირუსი უკვე 98 ათასზე მეტ პირს დაუდასტურდა.
დიდი ბრიტანეთი გარდაცვლილთა მაჩვენებლით მსოფლიოში მეხუთე ადგილზეა, აშშ-ის, ესპანეთის, იტალიისა და საფრანგეთის შემდეგ.