თავში

დიდ ბრიტანეთში ორსულ პატიმრებს გაათავისუფლებენ

დიდ ბრიტანეთში ორსულ პატიმრებს გაათავისუფლებენ
დიდ ბრიტანეთში ორსულ პატიმრებს გაათავისუფლებენ

დიდ ბრიტანეთის მთავრობის გადაწყვეტილებით, ჯერარდაბადებული ბავშვებისა და მათი დედების კორონავირუსისაგან დაცვის მიზნით, ორსულ პატიმრებს დროებით გაათავისუფლებენ. ამის შესახებ ინფორმაციას The Guardian ავრცელებს.

იუსტიციის მინისტრის განცხადებით, პატიმრებს ციხიდან მხოლოდ მას შემდეგ გამოუშვებენ, რაც ისინი სპეციალურ შეფასებას გაივლიან და მათთვის საცხოვრებელი ადგილი შეირჩევა.

დიდი ბრიტანეთის იუსტიციის სამინისტროს ცნობით, იგეგმება რისკის ქვეშ მყოფი, დედათა და შვილთა განყოფილების პატიმრების გათავისუფლებაც.

ბოლო მონაცემებით, ორსულ ქალთა განყოფილებაში 35 პატიმარი იმყოფება, ხოლო დედათა და შვილთა განყოფილებაში - 34. 

იუსტიციის სამინისტრომ აღნიშნული გადაწვეტილება მას შემდეგ მიიღო, რაც ბოლო 24 საათის განამვლობაში, დიდი ბრიტანეთის ციხეებში, Covid-19– ით ინფიცირების შემთხვევები 18%-ით გაიზარდა.

"ბოლო რამდენიმე კვირის განმავლობაში პატიმრებისა და საზოგადოების დასაცავად შესაბამისი ზომები მივიღეთ, თუმცა ახლა აშკარა საჭიროებაა იმისა, რომ ორსული ქალები და მათი პატარა ბავშვები დროებით გავათავისუფლოთ",- განაცხადა იუსტიციის სამინისტროს მდივანმა, რობერტ ბუკლენდმა.

გათავისუფლებული პატიმრები ვალდებულნი იქნებიან დაიცვან თვითიზოლაცია, არ დატოვონ საცხოვრებელი სახლი და საჭიროების შემთხვევაში მოუწევთ სპეციალური ელექტრონული სამაჯურის ტარება.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system