თავში

დიდ ბრიტანეთში პანდემია პიკს უახლოვდება

დიდ ბრიტანეთში პანდემია პიკს უახლოვდება
დიდ ბრიტანეთში პანდემია პიკს უახლოვდება

დიდ ბრიტანეთში ახალი ტიპის კორონავირუსის პანდემია პიკს 7-10 დღის პერიოდში მიაღწევს. ამის შესახებ ქვეყნის წამყვანმა ეპიდემიოლოგმა ნილ ფერგიუსონმა განაცხადა. ინფორმაციას CNN ავრცელებს. 

ფერგიუსონმა აღნიშნა, რომ მნიშვნელოვანია, რამდენ ხან გაგრძელდება პიკური პერიოდი. მან იმედი გამოთქვა, რომ პიკი მალე ჩაივლის და ინფიცირების შემთხვევები სწრაფად დაიკლებს. 

”ამ დროისთვის გარკვეული ნიშნები გვაქვს იმისა, რომ ეპიდემიის გავრცელება შენელდა”, - დასძინა ფერგიუსონმა და აღნიშნა, რომ ეპიდემიის პიკის პერიდიოდის დადგომამდე შემთხვევები მცირდება.

დიდ ბრიტანეთში Covid-19-ის ინფექციას 4 313 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, ხოლო ინფიცირებულთა რაოდენობა 41 903-ს აღწევს.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system