თავში

დიდ ბრიტანეთში ცხოველებს მგრძნობიარე არსებებად აღიარებენ

დიდ ბრიტანეთში ცხოველებს მგრძნობიარე არსებებად აღიარებენ
დიდ ბრიტანეთში ცხოველებს მგრძნობიარე არსებებად აღიარებენ
© theguardian.com

დიდ ბრიტანეთში ცხოველები პირველად ოფიციალურად უნდა იყვნენ აღიარებულნი, როგორც მგრძნობიარე არსებები. ბრიტანეთის მთავრობის მიერ მიღებული ზომები მოიცავს ცხოველების ექსტორტი შეჩერებასა და სამონადირეო ნადავლის იმპორტის აკრძალვას. ინფორმაციას ამის შესახებ The Guardian ავრცელებს.

რეფორმების გატარება მთელი რიგი კანონპროექტების საშუალებით მოხდება.

"ჩვენ ცხოველთა მოყვარული ერი ვართ და მსოფლიოში პირველი ქვეყანა ვიყავით, ვინც ცხოველთა კეთილდღეობის კანონი მიიღო. ცხოველთა კეთილდღეობის სამოქმედო გეგმა შეასრულებს ჩვენს მანიფესტის ვალდებულებას, რომ აიკრძალოს ცოცხალი ცხოველების ექსპორტი სასაკლაოზე", - განაცხადა გარემოს დაცვის წარმომადგენელმა.

ცხოველთა კეთილდღეობის სამოქმედო გეგმა მოიცავს ზომებს, რომელთა შორის ელექტრონული საყელოების აკრძალვაა, რომლებიც ელექტროშოკს აწვდიან შინაურ ცხოველებს. ასევე უნდა აიკრძალოს წებოვანი ხაფანგები, ფრინველთა გადასაყვანად გალიებისა და ღორებისთვის ყუთების გამოყენება და მრავალი სხვა ზომა, რომელიც ცხოველსა თუ ფრინველს სტრესს აყენებს.

"ყველა ეს პოზიტიური განცხადება უნდა იყოს მხარდაჭერილი პროდუქციის ეტიკეტირების ყოვლისმომცველი მეთოდით და მნიშვნელოვანია, რომ მთავრობამ უზრუნველყოს ცხოველების კეთილდღეობის გაუმჯობესება, რაც მომავალი სავაჭრო ხელშეკრულებებით არ დაირღვევა", - განაცხადეს კანონის ინიციატორებმა.

მათი თქმით, ცხოველთა კეთილდღეობის პატივისცემა არა მხოლოდ სწორი საქმეა ცხოველებისათვის, არამედ ის მნიშვნელოვან როლს შეასრულებს გლობალური გარემოსდაცვითი და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის გამოწვევებში, როგორიცაა კლიმატის ცვლილება, ანტიბიოტიკებისადმი რეზისტენტობა და პანდემიის პრევენცია.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system