თავში

დიდ ბრიტანეთთან 20-მდე სახელმწიფომ ფრენები შეაჩერა

​დიდ ბრიტანეთთან 20-მდე სახელმწიფომ ფრენები შეაჩერა
დიდ ბრიტანეთთან 20-მდე სახელმწიფომ ფრენები შეაჩერა

ოცამდე სახელმწიფომ, მათ შორის ევროკავშირის 14-მა ქვეყანამ დიდ ბრიტანეთთან ფრენები შეაჩერა. ფრენების აკრძალვა ბრიტანეთში აღმოჩენილ კორონავირუსის ახალ სახეობას უკავშირდება, რომელიც პრემიერ ბორის ჯონსონის განცხადებით, 70%-ით უფრო სწრაფად ვრცელდება, ვიდრე მისი პირველი სახეობა.

ამ ეტაპზე სხვადასხვა ქვეყანამ შეზღუდვის სხვადასხვა ლიმიტი დააწესა. საფრანგეთმა და ირლანდიამ ფრენები 48 საათით აკრძალეს. დიდ ბრიტანეთთან ფრენების შეჩერების გადაწყვეტილება პირველმა ნიდერლანდებმა მიიღო და შეზღუდვა 1 იანვრამდე გაგრძელდება.

ევროკავშირის ქვეყნების გარდა ბრიტანეთთან ფრენები დროებით შეაჩერა თურქეთის, შვეიცარიის, კანადისა და არგენტინის ხელისუფლება. საუდის არაბეთმა მთლიანად დახურა საზღვრები ერთი კვირის განმავლობაში და ყველა საერთაშორისო ფრენა მთლიანად გააუქმა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system